ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდ. მონიტორინგის სპეციალისტი
Job description
საერთაშორისო "Igaming" კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 16:00 - 23:00 / 23:00 - 08:00 / 08:00-16:00 ანაზღაურება: 1000 ლარი უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის გუნდის ლიდერი (Team Leader), დეპარტამენტის უფროსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მომხმარებელთა აქტივობების ონლაინ მონიტორინგი; ** საეჭვო აქტივობებისა და დარღვევების დროული იდენტიფიცირება; ** გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი რეპორტების (ანგარიშების) მომზადება; ** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზუსტი დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი); ** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ყურადღება; ** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; ** განვითარებული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების ტრენინგებს; ** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. შერჩევის ეტაპები: ** შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა; ** გასაუბრება; ** ტესტირება (ზოგადი უნარები და ინგლისური ენა); ** სამუშაო სპეციფიკის შესასწავლი ტრენინგი. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected] და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტი"