ოპერატიული ინჟინერი / ტექნიკოსი
Job description
აჭარ ენერჯი-2007 (Achar Energy-2007) აცხადებს ვაკანსიას ოპერატიული ინჟინერი (ცვლის მორიგე ინჟინერი) / ტექნიკოსის პოზიციაზე. მდებარეობა: ობიექტზე ბაზირებული (საქართველო) ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5 პოზიციის მიმოხილვა (Position Overview) კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“ ეძებს კვალიფიციურ ოპერატიულ ინჟინერს (ცვლის მორიგე ინჟინერს) ან ტექნიკოსს ჩვენს გუნდში შესაერთებლად. ამ ცვლიან პოზიციაზე თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის SCADA სისტემის მონიტორინგზე, განგაშის (ალარმების) მართვასა და ელექტროენერგიის გამომუშავების კონტროლზე. თქვენი ძირითადი ფოკუსი მიმართული იქნება სადგურის საერთო ავტომატიზაციაზე (DCS), მოწყობილობების რუტინულ შემოწმებაზე, ობიექტის ყოველდღიურ კონტროლზე, დაბალი/საშუალო/მაღალი ძაბვის უსაფრთხო გადართვების (მანევრების) შესრულებასა და სადგურის ეფექტურობის მაქსიმიზაციაზე უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით. ვეძებთ ადაპტაციურ, საშუალო გამოცდილების მქონე კანდიდატს, რომელიც ღიაა სწავლისთვის, ზუსტად ასრულებს ხელმძღვანელების მითითებებს, მკაცრად იცავს სადგურის პროცედურებს და ფლობს ძლიერ კომუნიკაციურ უნარებს. მოვალეობები და პასუხისმგებლობები (Duties and Responsibilities) ოპერატიული ინჟინერი (ცვლის მორიგე ინჟინერი) / ტექნიკოსი პასუხისმგებელია: ცვლის განმავლობაში რეალურ დროში აკონტროლოს სადგურის მუშაობა, DCS და ქსელის პარამეტრები. დაუყოვნებლივ მართოს, დააფიქსიროს და მოახდინოს რეაგირება სადგურის განგაშებსა (ალარმებზე) და სისტემურ შეუსაბამობებზე. შეასრულოს დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის უსაფრთხო ელექტროგადართვები (მანევრები) დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად. ჩაატაროს სადგურის მოწყობილობების რეგულარული ფიზიკური კონტროლი და რუტინული შემოწმება ობიექტზე. ზუსტად აწარმოოს ყოველდღიური ოპერატიული საქმიანობის, საათობრივი ცვლის ჟურნალები და გამომუშავების მონაცემები. უზრუნველყოს ცვლის გადაბარების უწყვეტი, დეტალური და პროფესიონალური პროცესი ყოველი ცვლის ბოლოს. დაუყოვნებლივ შეატყობინოს ხელმძღვანელებს ტექნიკური გაუმართაობების, ავარიის რისკებისა და ტექნიკური მომსახურების საჭიროებების შესახებ. იმოქმედოს საგანგებო სიტუაციების პროცედურების შესაბამისად ქსელის გათიშვის, წყალდიდობის ან მოწყობილობების ავარიული გაჩერების დროს. ზუსტად შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები და მკაცრად დაიცვას სადგურის საოპერაციო პროცედურები. შეინარჩუნოს სუფთა და მკაფიო კომუნიკაცია გუნდის წევრებთან და ხელმძღვანელ პერსონალთან. მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა (OHS) და გარემოსდაცვითი რეგულაციები. მხარი დაუჭიროს ტექნიკურ გუნდებს გეგმიური გათიშვების ან სადგურის ხელახალი გაშვების დროს. შეასრულოს ნებისმიერი სხვა ოპერატიული დავალება საჭიროებისამებრ. ძირითადი კომპეტენციები (Core Competencies) ტექნიკური უნარები ჰიდროელექტროსადგურების ავტომატიზაციასა (DCS/SCADA) და ოპერირებაში. ტექნიკური სწავლის უნარი და მზაობა ცვლიან გრაფიკთან ადაპტაციისთვის. ძლიერი დისციპლინა ზუსტი პროფესიული მითითებებისა და სადგურის საოპერაციო პროცედურების შესრულებაში. თურქული ენის ცოდნა და ინგლისური ენის მინიმუმ B1/B2 დონე ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისთვის. სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების, კრიზისის დროს პირველადი სწორი რეაგირების და ხელმძღვანელებთან მკაფიო, ზუსტი კომუნიკაციის უნარი. პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი და რეაგირების მოკლე დრო სადგურის განგაშების ან საგანგებო სიტუაციების დროს. მაღალი სიტუაციური გაცნობიერებულობა ელექტრო და მექანიკურ რისკებთან დაკავშირებით. ძლიერი ინტერპერსონალური და გუნდური მუშაობის უნარები. დეტალებისადმი მაღალი ყურადღება რუტინული შემოწმებებისა და ცვლის მონაცემების ჩაწერის დროს. საიმედოობა, პუნქტუალურობა და დროის მართვის ძლიერი უნარები, რაც აუცილებელია ცვლების როტაციისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები (Qualifications) უმაღლესი განათლება ჰიდროენერგეტიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, ენერგეტიკის ინჟინერიის მიმართულებით, ან პროფესიული კოლეჯის დიპლომი ავტომატიზაციის/ელექტროტექნოლოგიის სპეციალობით. ელექტროსადგურებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი საოპერაციო გამოცდილება (სასურველია ჰიდროელექტროსადგურებში). SCADA/DCS მონიტორინგისა და რეალურ დროში განგაშის (ალარმების) მართვის პრაქტიკული გამოცდილება. დაბალი/საშუალო/მაღალი ძაბვის უსაფრთხო ელექტროგადართვების (მანევრების) შესრულების დადასტურებული უნარი. ძლიერი კომუნიკაციის უნარი და MS Office პროგრამების ცოდნა ცვლის მონაცემების ზუსტი აღრიცხვისა და რეპორტინგისთვის. საქართველოს შრომისა და ენერგოუსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად, ელექტროუსაფრთხოების საკვალიფიკაციო ჯგუფის მოქმედი სერტიფიკატის ფლობა (სავალდებულოა მინიმუმ მე-3 ჯგუფი/დონე, სასურველია მე-4 ჯგუფი/დონე ან უფროსი), ან წინა სერტიფიკატის ვადის გასვლის შემთხვევაში მისი განახლების/ხელახალი სერტიფიცირების მზაობა. მოქმედი მართვის მოწმობის ფლობა (ჩაითვლება დიდ უპირატესობად). უწყვეტ 12-საათიან ცვლიან როტაციულ გრაფიკში (09:00-21:00 და 21:00-09:00) მუშაობის მზაობა და შესაძლებლობა. სამუშაო პირობები (Working Conditions) უწყვეტი ცვლიანი მუშაობა 12-საათიანი როტაციის გრაფიკით (დღის ცვლა: 09:00 - 21:00 / ღამის ცვლა: 21:00 - 09:00), შაბათ-კვირისა და უქმე დღეების ჩათვლით. ზეგანაკვეთური მუშაობა შეიძლება საჭირო გახდეს საოპერაციო აუცილებლობიდან გამომდინარე. ობიექტზე ბაზირებული როლი, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ გადაადგილებას სადგურის რუტინული შემოწმებებისთვის. ბენეფიტები (Benefits) ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. უფასო კეთილმოწყობილი კერძო ოთახი საცხოვრებელ კემპში, რომელიც მდებარეობს სადგურის ობიექტებთან ძალიან ახლოს (კემპში მცხოვრები პერსონალისთვის). დღეში 3-ჯერადი კვება კემპში მცხოვრები პერსონალისთვის. კვებით უზრუნველყოფა ცვლის საათების მიხედვით იმ პერსონალისთვის, ვინც კემპის გარეთ ცხოვრობს. პერსონალის უფასო ტრანსპორტირება (სერვისი). გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] სასურველია ინგლისურ ენაზე