ოპერატორი
Job description
ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას: ოპერატორი - სწავლება-სტაჟირება (თბილისი) პირობები: სამუშაო კრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე; ანაზღაურება: 1 თვე 1200 ლარი, შემდეგში საბონუსე სისტემის დამატებით, (საშუალო ანაზღაურება 1800 ლარი) კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.) კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით და შეასრულებთ: საოპერაციო სისტემაში სამუშაო პროცესების მართვას კომპანიის სტანდარტების შესაბამისად პროდუქციისა და მომსახურების შესახებ საბაზისო ცოდნას შეკვეთების მიღებას, დამუშავებასა და რეალიზაციის პროცესში მონაწილეობას ზედნადებების ატვირთვას RS-ზე და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვას ინვოისებისა და ანგარიშ-ფაქტურების მომზადებასა და გადაგზავნას კლიენტთა მონაცემების სისტემაში მართვას შიდა გადაზიდვებისა და საცალო ოპერაციების ასახვას პროგრამაში დოკუმენტაციის მოწესრიგებას და ყოველდღიური საბუთების წარმოებას შემოსული ზარების მიღებას და ეფექტურ კომუნიკაციას დამატებითი საოპერაციო დავალებების შესრულებას კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სასურველია საბაზისო ცოდნა ბუღალტერიაში/დოკუმენტბრუნვაში MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) საბაზისო ცოდნა სასურველია RS.ge-სთან მუშაობის საწყისი გამოცდილება ქართული ენის სრულყოფილად ფლობა უნარ-ჩვევები: დეტალებზე ორიენტირებულობა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი დროის მართვის უნარი სწრაფი სწავლის და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.