TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოპერატორი

ოპერატორი

akhali-khedva Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

" ახალი ხედვა " წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს. სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00-18:00 სთ ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე პროგრამული ოპერაციების წარმოება; ** დისტრიბუტორის ავტომობილზე შეკვეთის გადაწერა/დასრულება; ** მიღებული ხარჯის დროული და ზუსტი დამუშავება, გადაწერა სასაქონლე ზედნადების სახით; ** შიდა გადაზიდვის საბუთების აღრიცხვა, მოწესრიგება/აკინძვა როგორც დღიურად, ასევე ყოველთვიურად; ** ყოველდღიური/ყოველთვიური რეესტრის წარმოება გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით; ** ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა პროფილური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** აქტიური, ენერგიული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დისციპლინირებული. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ოპერატორი). გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით. ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში. თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.