TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოპერატორი

ოპერატორი

ტენე Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

კომპანია "Tene" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. თუ გიყვართ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხართ პასუხისმგებლობიანი და გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით Tene-ს გუნდს! სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2-5 დღე, 09:00 - 18:00 ძირითადი მოვალეობები: ** FINA პროგრამაში შეკვეთების მიღება, დამუშავება და კონტროლი; ** FINA პროგრამაში მონაცემების ზუსტად და დროულად შეყვანა; ** შეკვეთების მომზადებისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია; ** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა; ** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** მომხმარებლების შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი; ** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო ადგილი: თბილისი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე [email protected] . გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.