ოპერატორი
Job description
" მეგასპორტი " აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა/ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება; ** სოციალური ქსელების ჩათების მართვა; ** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ; ** მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა; ** საჩივრების მიღება, დაფიქსირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება და კარგი კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:30-დან 18:30-მდე; ** ანაზღაურება: 1200 ლარი ; ** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე [email protected] . გთხოვთ, შეტყობინების სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითოთ "ოპერატორი".