ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტი
Job description
"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 15 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას. დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge „wegroup“ აცხადებს ვაკანსიას ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში: სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა. სამუშაოს აღწერა: ოპერაციებისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის სპეციალისტის მთავარი პასუხისმგებლობაა მომხმარებლებთან სწრაფი და პროფესიონალური კომუნიკაცია, ონლაინ შეკვეთების სრულყოფილი დამუშავება და შეკვეთის სრული ციკლის კონტროლი შეკვეთის მიღებიდან მომხმარებლისთვის ჩაბარებამდე. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი; ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე; ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ. პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები; იდეების წახალისება/მხარდაჭერა; მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს. ფუნქცია და მოვალეობები: კომპანიის შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა; მომხმარებლებთან კომუნიკაცია კომპანიის სოციალურ და საკომუნიკაციო არხებში: Facebook, Instagram, Messenger, WhatsApp, ელფოსტა და სხვა არხები; მომხმარებლის შეკითხვებზე დროული, ზუსტი და კომპანიის მომსახურების სტანდარტების შესაბამისი პასუხების გაცემა; პროდუქციის, ფასების, მარაგების, გადახდის, მიწოდების, დაბრუნების, გაცვლისა და საგარანტიო პირობების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებლის პრეტენზიებისა და პრობლემური შემთხვევების დაფიქსირება, პირველადი მართვა და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება; მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა; ონლაინ შეკვეთების მართვა; ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების ყოველდღიური შემოწმება და დამუშავება; შეკვეთის სრული ციკლის კონტროლი - მიღებიდან მომხმარებლისთვის ჩაბარებამდე; შეკვეთის დეტალების, მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციის, გადახდისა და მიწოდების მეთოდის გადამოწმება; საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან დაკავშირება შეკვეთის დასადასტურებლად ან ინფორმაციის დასაზუსტებლად; შეკვეთების სტატუსების დროული და ზუსტი განახლება; შეკვეთების კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან, საკურიერო კომპანიებთან და შესაბამის შიდა გუნდებთან; დაგვიანებული, გაუქმებული ან პრობლემური შეკვეთების მონიტორინგი და დროული რეაგირება; დაბრუნების, გაცვლისა და საგარანტიო შემთხვევების პირველადი მართვა კომპანიის წესების შესაბამისად; დაკარგული გაყიდვების შემთხვევებისა და მათი მიზეზების დაფიქსირება - მარაგის არქონა, დაგვიანებული პასუხი, მიწოდების პრობლემა ან სხვა ფაქტორი; ახალი პროდუქციის ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: გამართული წერითი და ზეპირი ქართული ენის ცოდნა; მომხმარებელთან თავაზიანი, პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი; სოციალური ქსელებისა და ონლაინ საკომუნიკაციო არხების გამოყენების გამოცდილება; დეტალებზე ორიენტირებულობა და ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; პრობლემურ და კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი; ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, Retail-ის ან Jewellery სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოხვიდეთ ლინკზე და გაგვიზიაროთ რეზიუმე: https://wegroup.selfrecruit.ge/s/ATRfD დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!