TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოპერაციული მენეჯერი

ოპერაციული მენეჯერი

New Wave Hotel Chain Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

შპს " ჰაუსმაგი " აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave Hotel Chain"-ის ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მმართველობაში არსებულ ობიექტებში ყველა საქმიან პროცესში ჩართულობა; ** კომპანიის სერვისების განვითარებასა და ხარისხზე ზრუნვა, დაგეგმარება და გაუმჯობესების კონტროლი; ** სტუმრების კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა და შესაბამისი საჩივრების განხილვაში ჩართვა და საკითხის განხილვის შემდგომ შეფასებების ხელმძღვანელობისთვის გაზიარება; ** კომპანიის შემოსავლის ზრდაზე ორიენტირებულობა, ხარჯების ოპტიმიზაცია და სწორად დაგეგმარებაში ჩართულობა; ** კონკურენტების კვლევა და კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე, დაგეგმარებასა და ხარჯებზე მონიტორინგის განხორციელება; ** თანამშრომლების მუშაობის პერიოდული ინსპექტირება და გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების გაცემა; ** შესაბამის საქმიანობაზე წერილობითი რეპორტების წარმოება. ** კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, კომპანიის ბრენდის გაძლიერება და მისი ცნობადობის ზრდა; ** დაქვემდებარებული პერსონალისა და მათი საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშის წარდგენა; ** პერსონალის მიერ შესრულებული ოპერაციების პროგრამული შემოწმება და დადასტურება; ** კომპანიის გასული და მიმდინარე პერიოდების მუდმივი შედარება, ყველა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი; ** ხელმძღვანელობასთან აქტიური კონტაქტი და შესაბამისი წესების, მომსახურების სტანდარტების თუ სიახლეების დანერგვაზე წინადადებების წარდგენა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე სასტუმროს სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება სასტუმროში; ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები; ** სასტუმროს ყველა დეპარტამენტის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და დეტალებზე ყურადღება; ** გუნდური მუშაობის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება; ** უცხო ენა: ინგლისური (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პროფესიული უნარ-ჩვევები: ** სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემო; ** მეგობრული გუნდი და განვითარების შესაძლებლობა. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; შესვენება: 1სთ. ** სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს. ** არ განიხილება მოვალეობების დისტანციური შესრულება. ** სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპერაციული მენეჯერი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც. გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება."