TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფის მენეჯერი

ოფის მენეჯერი

ჰიდრო 3 თბილისი ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Aug 20, 2026

Job description

ჰიდრო 3 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოფის მენეჯერი ჩვენ ვართ ენერგეტიკულ სექტორში მოქმედი მზარდი კომპანია. გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფის მენეჯერს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა; საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვების წარმოება ყოველკვირეულად, მარაგების ეფექტიანი მართვა; ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის, კომპიუტერის და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის ორგანიზება; შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა — მიღება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის მიწოდება; ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება; საჭიროების შემთხვევაში, აუთსორს კომპანიებთან/თანამშრომლებთან კომუნიკაცია; თანამშრომლების შიდა და საერთაშორისო მივლინებების დაგეგმვა, შესაბამისი ჯავშნებისა და ვიზების უზრუნველყოფა; შეხვედრების დაორგანიზება; უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება; ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); საოფისე პროგრამების (MS Office) გამართულად ფლობა. პიროვნული მახასიათებლები მაღალი ორგანიზებულობა და ოპერატიულობა; გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კეთილგანწყობა და მოწესრიგებულობა. სამუშაო პირობები და შეთავაზება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5-დღიანი სამუშაო კვირა, 10:00 – 18:00 სთ); სასიამოვნო, საქმიანი და მეგობრული სამუშაო გარემო; გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.