TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფის მენეჯერი / ადმინისტრატორი

ოფის მენეჯერი / ადმინისტრატორი

ლაიქ ჰაუსი ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jul 01, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ ( https://www.likehouse.ge/ ) , აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის /ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქ. ბათუმში. ძირითადი მოვალეობები : კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში; შეხვედრების ორგანიზება და კლიენტების, სტუმრების, პარტნიორების მიღება / დახვედრის უზრუნველყოფა; სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა- ყავით,ჩაითა და წყლით გამასპინძლება; სივრცის სისუფთავისა და მოწერიგებულობის კონტროლი ; საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა; ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები : საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად; ძირითადი უნარ-ჩვევები : გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზების და დროის მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ : კონკურენტულ ანაზღაურებას ; კომფორტულ სამუშაო გარემოს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე : [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ოფის მენეჯერი„ დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.