ოფის მენეჯერი
Job description
უძრავი ქონების სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია „ ოტიუმი “ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ოტიუმ დეველოპმენტი 2023 წლიდან ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განვითარება დაიწყო-თბილისში, ბათუმსა და ფოთში. ძირითადი მოვალეობები: ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება; საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება, ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის დაჯავშნა/შეძენა; ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპოებისა და ღონისძიებების მოძიება, შეფასება და მონიტორინგი, მათზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში; ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება; ელ. ფოსტის მონიტორინგი; კომპანიის პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან; ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა; შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება; სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: მოტივირებული; კომუნიკაბელური; პასუხისმგებლიანი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. იოსებიძის #73 ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი სამუშაო საათები: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00 დან 17:00 საათამდე (თვეში ორი შაბათი დღე) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად. თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.