ოფის მენეჯერი
Job description
" Infinity Ventures Holding " (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: ** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება; ** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება; ** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი; ** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ** ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. "Infinity Ventures Holding" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია/მოვალეობები: ** სატელეფონო და მეილების შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა; ** შეხვედრების ოთახის რეზერვაციის უზრუნველყოფა; ** სტუმრების მიღება და მითინგრუმის მოწესრიგება; ** საკანცელარიო შეკვეთების გაკეთება ყველა კომპანიისთვის ცალ ცალკე (თვეში ერთხელ ან ორჯერ); ** ოფისში სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრის უზრუნველყოფა (სამეურნეო დეპარტამენტის დახმარებით); ** ტაქსის გამოძახების უზრუნველყოფა და რეპორტინგი; ** საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებით განახლებები; ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გადაცემა თანამშრომლებზე და მისი აღრიცხვა - ადმინისტრაციულ მენეჯერთან შეთანხმებით; ** კორპორაციული ნომრების შეძენა / გადაცემა თანამშრომლებისთვის, მისი აღრიცხვა; ** სამეურნეო მასალების აღრიცხვა და შეკვეთის ორგანიზება; ** საოფისე ინვენტარისა და მატერიალური რესურსების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა; ** ჩარიცხვების მონიტორინგი; ** დოკუმენტების სკანირება და დაარქივება; ** კორპორაციული ნომრების მართვა/თანხის ჩარიცხვების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება აუცილებელია 1 წლამდე` ** MS Office პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, Outlook); ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1, მ. მაჭავარიანის N65 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.