TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის კოორდინატორი

ოფისის კოორდინატორი

სტუდია ეიდისი Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 16, 2026

Job description

ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი " აცხადებს კონკურსს ოფისის კოორდინატორის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში. მისამართი. მშენებლების II ჩიხი N7 ორგანიზაციის შესახებ "სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** სოციალურ პროგრამებში ჩართული სპეციალისტების გუნდის სამუშაოს კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის აღმოჩენა, პროგრამებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება; ** კორესპონდენციის წარმოება და დოკუმენტირება; ** საოფისე საქმიანობის შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა; ** საოფისე საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება; ** ტრენინგების ჩატარების შემთხვევაში, საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება; ** საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება; ** გარკვეული პერიოდულობით შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება. სასურველია განათლების ფსიქოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე; ** კოორდინატორის, ასისტენტის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office; ** სასურველია ელექტრონულ პორტალებთან მუშაობის გამოცდილება უნარები: ** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები; ** პასუხისმგებლობის უნარი; ** აკადემიური წერის უნარი; ** ჯგუფში მუშაობის უნარები; ** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები; ** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი; ** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი. შერჩევის ეტაპები: ** ელექტრონული განაცხადების განხილვა ** გასაუბრება განაცხადის წარდგენა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] Subject ველში მიუთითეთ: "ოფისის კოორდინატორი (რუსთავი)"