TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

აგრონომი Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/ შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 17:30, ერთი საათი შესვენება; სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი; ანაზღაურება: მოლაპარაკების საკითხია, დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება; ** მომხმარებლების გადახდის გრაფიკის კონტროლი, გადახდის თარიღის შეხსენება, დავალიანების დაფარვის შესახებ შეხსენება; ** დავალიანებებთან და გადახდებთან დაკავშირებით მიმდინარე მდგომარეობის შესახებ რეპორტის მომზადება და მუდმივი კოორდინაცია ფინანსურ დეპარტამენტთან; ** კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში; ** შეხვედრების ორგანიზება მომხმარებლებთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და სხვა საქმიან შეხვედრებთან დაკავშირებით; ** მომსახურების ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება; ** კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია (იურისტი, IT მენეჯერი, რეკრუტინგის მენეჯერი, სადაზღვევო კომპანია, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი); ** საქართველოს ფოსტასთან ურთიერთობა, ამანათის გაგზავნა / მიღება; ** საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება სხვადასხვა სამსახურისთვის (ტაქსის მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია); ** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა; ** სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა; ** საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა; ** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელი მოთხოვნაა Microsoft Office Excel - ის კარგად ცოდნა და დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა; ** რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** გუნდურობა; ** პროცესებისა და დროის მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ულიმიტო მობილურ სასაუბრო დროს; გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected] ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "აგრონომის" (ს/კ: 200265319, მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ონიაშვილის ქ., N 25 ; ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ., N 27, ბინა N26, ელ-ფოსტა: [email protected] (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.