TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

gtex Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

კომპანია " ჯითექსი " 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza home, English Home და Principe (HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI and POLICE). კომპანია წარმოდგენილია 35-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში. "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული. ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ. ფუნქცია-მოვალეობები: ოფის-მენეჯმენტი ** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** საოფისე ინვენტარის, მათ შორის ფილიალების საკანცელარიო მარაგების მართვა, შეკვეთებისა და ხარჯების კონტროლი; ** საოფისე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამართულობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სერვის პროვაიდერებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია; ** ოფისის მომწოდებლებთან (საკანცელარიო, კურიერი, დასუფთავება, ინტერნეტი, უსაფრთხოება, კომუნალური სერვისები და სხვა) ურთიერთობის მართვა; ** შემოსული და გასული კორესპონდენციის, დოკუმენტაციისა და ამანათების ადმინისტრირება; ** კომპანიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე შემოსული წერილების მართვა და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება; ** სატელეფონო კომუნიკაციის მართვა და ვიზიტორების მიღება; ** ოფისში სტუმრების მიღებისა და შეხვედრებისთვის საჭირო ლოგისტიკის უზრუნველყოფა. ** საოფისე ხარჯებთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა. ** ოფისის დამხმარე ტექნიკური პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია. გენერალური მენეჯერის საქმიანობისა და HR პროცესების ადმინისტრაციული მხარდაჭერა ** გენერალური მენეჯერის ყოველდღიური კალენდრის, როგორც პირისპირ ისე, ონლაინ შეხვედრებისა ორგანიზება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** ოფისის თანამშრომლების შიდა და გარე შეხვედრების ორგანიზების მხარდაჭერა; ** საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების დღის წესრიგისა და აუცილებელი მასალების მომზადება; ** შეხვედრების ოქმების მომზადება, დავალებების აღრიცხვა; ** ადგილობრივი და საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება (ავიაბილეთები, სასტუმროები, ვიზები, დაზღვევა, ტრანსპორტი); ** საჭიროების შემთხვევაში სტუმრების ვიზიტების კოორდინაცია; ** ოფისის ყოველდღიური დოკუმენტაციის/ხელშეკრულებების წარმოება, შენახვა, აღრიცხვა. ** ელექტრონული და ფიზიკური არქივის მართვა. ** Self HR სისტემაში გენერალური მენეჯერის მივლინებებთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება, და საჭიროების შემთხვევაში, სხვა თანამშრომელთა მონაცემების ასახვის პროცესში მონაწილეობა; ** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის ადმინისტრაციულ/ტექნიკური მხარდაჭერა; ** ინვენტარიზაციის დოკუმენტების წარმოება, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფისის მენეჯმენტის ან ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე ** ენობრივი კომპეტენციები (ინგლისური B2) პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდურობა; ** პასუხისმგებლობა; ** კეთილსინდისიერება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ოფის-მენეჯერი" განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 3 აგვისტო . გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია; კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით; კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში; კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს". ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.