ოფისის მენეჯერი
Job description
" მოდერნ ლაინი " აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია ** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და არქივაცია ** ხელშეკრულებების, აქტების, ნებართვებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების მოწესრიგება ** შემოსული/გამავალი კორესპონდენციის მართვა (წერილები, ელფოსტა, სატელეფონო ზარები) ** შეხვედრების დაგეგმვა პროექტის მენეჯერებთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან ** მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა შესაბამის პირებთან ** ოფისის ინვენტარისა და სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო საოფისე მასალების კონტროლი ** ვიზიტორებისა და პარტნიორების მიღება ** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია სამშენებლო, ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით) ** სამშენებლო ან ტექნიკურ სფეროში საოფისე ადმინისტრირების გამოცდილება (სასურველია) ** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ხელშეკრულებები, ტექნიკური ფაილები, აქტები) ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook) ** სამშენებლო ტერმინოლოგიის საბაზისო ცოდნა ** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური - საკომუნიკაციო დონეზე) უნარ-ჩვევები: ** მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** დროის ეფექტური მართვის უნარი ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV_ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.