TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

ტექნეტი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

IT კომპანია " ტექნეტი " საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ. კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ხელმძღვანელის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია; ** შეხვედრების ორგანიზება და კალენდრის მართვა; ** ოფიციალური დოკუმენტაციისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადება ქართულ ენაზე; ** პარტნიორებთან და გარე ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება (მაგ.: დაზღვევის გაკეთება როგორც ავტომობილებზე აგრეთვე, თანამშრომლებისთვის სადაზრვევო კომპანიების მოძიება; კონტროლი ვადის გასვლამდე და კონკურენტუნარიანი ფასების მოძიება); ** ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა; ** საოფისე ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მხარდაჭერა (მაგ. ⁠ვაკანსიების დროული განთავსება); ** დოკუმენტბრუნვის მართვა და არქივის მოწესრიგება; ** ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება;. ** კომპანიაში დასაქმებულების მოსვლა-წასვლის კონტროლი; ** კომპანიის ბალანსზე ავსებული ნივთების დასაქმებულებისთვის, მიღება-ჩაბარების აქტით გაცემა და დაბრუნების შემდეგ ვარგისიანობის შემოწმება და შესაბამისი დაბრუნების აქტის წარმოება; ** კომპანიის ხარჯით დასაქმებულებისათვის ტაქსის გამოძახება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** ადმინისტრატორად, ოფის-მენეჯერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, სამუშაო დონეზე, როგორც წერილობით, ისე კომუნიკაცია. პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დროის ეფექტური მართვის უნარი ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი ** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30-19:00 ** ადგილმდებარეობა: თბილისი ** ანაზღაურება: 1250 ლარი (ხელზე ასაღები) დაინტერესებული კანდიდატებისთვის: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ: "ოფისი-მენეჯერი" გისურვებთ წარმატებას.