TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

monolith-group Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია " მონოლით ჯგუფი " ეძებს გუნდის წევრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა და ორგანიზება; ** შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამისი კოორდინაცია; ** ოფისის მასალების, ინვენტარის შესყიდვის პროცესის მართვა; ** სხვადასხვა ტიპის წერილების/დოკუმენტების/საბუთების გაგზავნის ორგანიზება; ** სხვადასხვა ტიპის ხარჯების კონტროლი; ** კორპორატიული მატერიალების ბეჭდვა, კომპანიის მოძიება და პროცესის წარმართვა; ** სადღესასწაულო საჩუქრების ორგანიზება და დარიგების კონტროლი; ** სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** MS Office პროგრამების ცოდნა ** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ** უცხო ენების ცოდნა დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას! წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა. თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: [email protected]