TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერის ანაზღაურებადი სტაჟიორი

ოფისის მენეჯერის ანაზღაურებადი სტაჟიორი

business-management-academy Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

შპს " ბიზნესის მართვის აკადემია " (BMA) აცხადებს მიღებას ოფისის მენეჯერის ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ჩვენს შესახებ: ბიზნესის მართვის აკადემია არის პროფესიონალური საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ, ქეისებზე დაფუძნებულ ტრენინგებსა და კორპორატიულ განვითარებაზე. ჩვენთან დაგხვდებათ აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გარემო, სადაც გექნებათ რეალური შესაძლებლობა, უშუალოდ ჩაერთოთ თანამედროვე საგანმანათლებლო პროექტების ადმინისტრირებაში. BMA გთავაზობთ საუკეთესო პლატფორმას პროფესიული ზრდის, ორგანიზაციული უნარების დახვეწისა და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური გამართული მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა; ** სასწავლო განრიგის მართვა, კალენდარული გეგმის შედგენა, კონტროლი და სატრენინგო სივრცის მომზადება; ** ტრენინგის მონაწილეებთან კავშირი, საორგანიზაციო დეტალების მიწოდება და კმაყოფილების კვლევებში (Follow-up) მონაწილეობა; ** ინვოისების, ხელშეკრულებების და კომერციული შეთავაზებების მომზადება/გაგზავნა შაბლონების მიხედვით; ** სარეკლამო მასალებისა და ბროშურების შაბლონების მომზადება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით; ** მჭიდრო თანამშრომლობა აკადემიის ხელმძღვანელობასთან, PR-სა და გაყიდვების გუნდთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office); ** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მაღალი ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის ნიჭი (Multitasking). სამუშაო პირობები და ბენეფიტები: ** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00 სთ; ** ბიზნესის მართვის აკადემიის მისამართი: ქ. თბილისი, ს. ჩიქოვანის №4 (საბურთალო, ყოფილი ტელევიზიის მიმდებარედ, ხილიანზე); ** ხანგრძლივობა: არანაკლებ 3 თვე; ** სტატუსი: ანაზღაურებადი სტაჟირება; ** დამატებითი ბენეფიტი: აკადემიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე/კურსებზე უფასოდ დასწრებისა და პროფესიული განვითარების ექსკლუზიური შესაძლებლობა. შერჩევის ეტაპები: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ** პირველი ეტაპი: შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა; ** მეორე ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის ველში (Subject) პოზიციის დასახელება: "სტაჟირება - ოფის მენეჯერი". მიმდინარე ვაკანსიებისა და სიახლეების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გამოგვყევით ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე: ** ვებგვერდი: https://www.bmacademy.ge ** Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61583502958389 ** Instagram: https://www.instagram.com/businessmanagementacademybma?igsh=ZDUyaHM2cDc1Y3Bu