ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
Job description
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მემონტაჟეს პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი (რეგიონებში გასვლები მივლინებით) ** გრაფიკი: სრული განაკვეთ ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისი მინ 1500 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა: ოპტიკური კაბელების გაყვანა/მონტაჟი ბოძებზე, შენობის ფასადებსა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო არხებში; ** ოპტიკური ქუროებისა და პასიური გამანაწილებელი ყუთების ინსტალაცია; ** ქსელის მოდერნიზაცია და ამორტიზებული კაბელების დემონტაჟი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** მსგავს პოზიციაზე (მეკაბელე) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** საქმისადმი ტექნიკური მიდგომა და დროის ეფექტურად მართვა; ** სასურველია საკუთარი ავტომობილის ყოლა (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის და ავტომობილის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას). რას გთავაზობთ ჩვენ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს სწრაფად მზარდ კომპანიაში; ** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს. განაცხადის მიღება: შემოგვიერთდით "ანტ"-ის პროფესიონალთა გუნდში! დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] და წერილის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟე". დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. გისურვებთ წარმატებას!