ოპტიმიზაციის, კვლევისა და ინოვაციის ჯგუფის ასისტენტი
Job description
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ ოპტიმიზაციის, კვლევისა და ინოვაციის ჯგუფის ასისტენტი UG-ში. ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს ** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება ** ჯგუფისა და მისი ხელმძღვანელის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა ** ლოჯისტიკური საკითხების კოორდინაცია ** შიდა და გარე კომუნიკაციის მართვა ** იურიდიულ და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა ** ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა ** უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებსა და გარე პარტნიორებთან კომუნიკაცია ** საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია ** ჯგუფის მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების საორგანიზაციო მხარდაჭერა ** ხელმძღვანელის დავალებით სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ფუნქციების შესრულება კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ ** სასურველია უმაღლესი განათლება ადმინისტრირების, კომუნიკაციის, სამართლის ან მონათესავე მიმართულებით ** ონლაინ საოფისე ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა ** ციფრული საძიებო ინსტრუმენტების გამოყენების უნარი ** ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების უნარი ** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი სამუშაო გამოცდილება: ** ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო ან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ ** ძლიერი ორგანიზაციული უნარები ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** დროის მართვის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სწრაფი რეაგირების უნარი ** კონფიდენციალურობის დაცვა ** სასწავლო და ლაბორატორიული პროცესების მხარდაჭერის უნარი დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: ოპტიმიზაციის, კვლევისა და ინოვაციის ჯგუფის ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. გისურვებთ წარმატებას!