---
title: ორგანიზაციის დირექტორი at SABUKO
description: " საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო "-ს გამგეობა აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე. "საბუკო - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის" შესახებ: "საზოგადოება ბუნების კონ
---

# ორგანიზაციის დირექტორი

**Company:** SABUKO  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-08  
**Apply by:** 2026-10-23

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=759403)

## Job description

" საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო "-ს გამგეობა აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე. "საბუკო - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის" შესახებ: "საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წელს. ორგანიზაციის მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა. "საბუკო" წარმოადგენს BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის, ადგილობრივ პარტნიორს. ზოგადი წარდგენა: "საბუკოს" გამგეობა ეძებს შესაბამის კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ორგანიზაციას, უხელმძღვანელებს მის მუშაობას და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას საოპერაციო, ფინანსური და ტექნიკური კომპონენტების მართვის/ზედამხედველობის გზით. დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი/ანგარიშვალდებულია "საბუკოს" გამგეობის წინაშე, ეკისრება სტრატეგიული და სამოქმედო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ორგანიზაციის და თანამშრომლების საქმიანობის მაღალი ხარისხი, ფინანსური კეთილდღეობა, ძლიერი და მზარდი პროგრამები ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად. სამუშაო მოვალეობები: ** ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლების, გამგეობის, გარე კონსულტანტების და სერვისების ხელშეწყობით; ** ორგანიზაციის სამუშაოს და პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა; ** თანამშრომლებისა და პარტნიორების ხელმძღვანელობა `საბუკოს` პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების წარმატებით განხორციელების მიზნით; ** ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის განვითარების ხელმძღვანელობა და მისი განხორციელების კონტროლი; ** პროგრამების ინიცირება, ზედამხედველობა და შეფასება, `საბუკოს` სტრატეგიის და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად; ** ახალი ურთიერთობების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შექმნა/გაძლიერება, `საბუკოს` მისიის მხარდაჭერისათვის; ** ბიუჯეტის რეგულარული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) მიმოხილვის კოორდინაცია და მართვა, პერიოდული ფინანსური პროგნოზების მიმოხილვა; ** ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების ყველა მოთხოვნებთან; ** შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება; ** დონორებისა და გამგეობისათვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება; ** ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის გამგეობასთან, ფინანსური პროგნოზირების დოკუმენტების შედგენა/წარდგენის ჩათვლით; ** ფართო აუდიტორიისათვის "საბუკოს" და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** "საბუკოს" პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და გაძლიერება, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით; ** ფონდების მოძიებისა და შემოსავლების გაზრდის სტრატეგიების მეთვალყურეობა/ხელშეწყობა; ** "საბუკოს" წევრობის გაფართოების ხელშეწყობა; ** ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის თანამდებობისთვის გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (მინ. მაგისტრის ხარისხი) ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით; ** არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიაში, ან სამთავრობო სტრუქტურაში; ** ორგანიზაციის მართვის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** ფინანსების მართვის გამოცდილება; ** ფონდების მოძიების გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა. სასურველია: ** მოხალისეთა მოზიდვისა და ორგანიზაციის მუშაობაში ჩართვის გამოცდილება; ** ორგანიზაციაში წევრების მოზიდვის გამოცდილება; ** მჭიდრო ურთიერთობები აკადემიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და ბიზნესებთან. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული; ** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ლიდერობის და პერსონალის მართვის უნარები; ** გუნდური მოთამაშე, რომელსაც აქვს სხვათა მოსაზრებებისა და წვლილის მოძიებისა და გამოყენების უნარი; ** ეფექტიანი პარტნიორობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარი, დიპლომატიის და თანამშრომლობითი მიდგომით პრობლემების გადაჭრის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა. სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; ** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად; ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში, აუცილებლად მიუთითეთ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sabukoboard@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: "საბუკოს დირექტორის ვაკანსია". საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი . შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ორგანიზაციის დირექტორი","description":"<p>\" საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო \"-ს გამგეობა აცხადებს ვაკანსიას ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე. \"საბუკო - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის\" შესახებ: \"საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო\" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წელს. ორგანიზაციის მისიაა ბიომრავალფეროვნების დაცვა და კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა. \"საბუკო\" წარმოადგენს BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის, ადგილობრივ პარტნიორს. ზოგადი წარდგენა: \"საბუკოს\" გამგეობა ეძებს შესაბამის კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ორგანიზაციას, უხელმძღვანელებს მის მუშაობას და ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას საოპერაციო, ფინანსური და ტექნიკური კომპონენტების მართვის/ზედამხედველობის გზით. დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელი/ანგარიშვალდებულია \"საბუკოს\" გამგეობის წინაშე, ეკისრება სტრატეგიული და სამოქმედო პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ორგანიზაციის და თანამშრომლების საქმიანობის მაღალი ხარისხი, ფინანსური კეთილდღეობა, ძლიერი და მზარდი პროგრამები ორგანიზაციის მისიის შესასრულებლად. სამუშაო მოვალეობები: ** ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლების, გამგეობის, გარე კონსულტანტების და სერვისების ხელშეწყობით; ** ორგანიზაციის სამუშაოს და პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და წარმართვა; ** თანამშრომლებისა და პარტნიორების ხელმძღვანელობა `საბუკოს` პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების წარმატებით განხორციელების მიზნით; ** ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვის განვითარების ხელმძღვანელობა და მისი განხორციელების კონტროლი; ** პროგრამების ინიცირება, ზედამხედველობა და შეფასება, `საბუკოს` სტრატეგიის და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად; ** ახალი ურთიერთობების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შექმნა/გაძლიერება, `საბუკოს` მისიის მხარდაჭერისათვის; ** ბიუჯეტის რეგულარული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) მიმოხილვის კოორდინაცია და მართვა, პერიოდული ფინანსური პროგნოზების მიმოხილვა; ** ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა აუდიტის, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების ყველა მოთხოვნებთან; ** შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება; ** დონორებისა და გამგეობისათვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება; ** ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის გამგეობასთან, ფინანსური პროგნოზირების დოკუმენტების შედგენა/წარდგენის ჩათვლით; ** ფართო აუდიტორიისათვის \"საბუკოს\" და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** \"საბუკოს\" პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნება და გაძლიერება, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით; ** ფონდების მოძიებისა და შემოსავლების გაზრდის სტრატეგიების მეთვალყურეობა/ხელშეწყობა; ** \"საბუკოს\" წევრობის გაფართოების ხელშეწყობა; ** ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის თანამდებობისთვის გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (მინ. მაგისტრის ხარისხი) ბიოლოგიაში, ეკოლოგიაში, გარემოსდაცვით მეცნიერებებში ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით; ** არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიაში, ან სამთავრობო სტრუქტურაში; ** ორგანიზაციის მართვის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** ფინანსების მართვის გამოცდილება; ** ფონდების მოძიების გამოცდილება; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა. სასურველია: ** მოხალისეთა მოზიდვისა და ორგანიზაციის მუშაობაში ჩართვის გამოცდილება; ** ორგანიზაციაში წევრების მოზიდვის გამოცდილება; ** მჭიდრო ურთიერთობები აკადემიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და ბიზნესებთან. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული; ** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** ლიდერობის და პერსონალის მართვის უნარები; ** გუნდური მოთამაშე, რომელსაც აქვს სხვათა მოსაზრებებისა და წვლილის მოძიებისა და გამოყენების უნარი; ** ეფექტიანი პარტნიორობის დამყარებისა და შენარჩუნების უნარი, დიპლომატიის და თანამშრომლობითი მიდგომით პრობლემების გადაჭრის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა. სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; ** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად; ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში, აუცილებლად მიუთითეთ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: sabukoboard@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: \"საბუკოს დირექტორის ვაკანსია\". საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 23 ოქტომბერი . შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"759403"},"url":"https://techgeo.ge/job/organizatsiis-direktori-7d7f0b6","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"SABUKO"},"directApply":false,"datePosted":"2026-10-08","validThrough":"2026-10-23T23:59:59+04:00"}
```
