TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოთახის დიასახლისი

ოთახის დიასახლისი

Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში. „ იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას ოთახის დიასახლისის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49 ძირითადი მოვალეობები: ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა აბაზანისა და საერთო სივრცეების ჰიგიენის დაცვა მარაგების შევსება (ჰიგიენური საშუალებები) ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება მოთხოვნები: მომსახურების პრინციპების ცოდნა სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად. კომპანია გთავაზობთ: მეგობრულ სამუშაო გარემოს დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) კვებით უზრუნველყოფას ანაზღაურება 1200 ლარი + 200 ლარი სეზონურად (NET) დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე : 599 40 99 75 თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.