---
title: პარალეგალი at GLCC
description: იურიდიული ფირმა " GLCC " 17 წელია მოღვაწეობს სამართლებრივი მომსახურების სფეროში და წამყვანი კომპანიაა კორპორატიული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ჩვენი კლიენტები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტ
---

# პარალეგალი

**Company:** GLCC  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-18  
**Apply by:** 2026-09-01

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=745940)

## Job description

იურიდიული ფირმა " GLCC " 17 წელია მოღვაწეობს სამართლებრივი მომსახურების სფეროში და წამყვანი კომპანიაა კორპორატიული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ჩვენი კლიენტები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მრავალმილიონიანი საინვესტიციო ფონდები, მსხვილი დეველოპერული კომპანიები, დიდი სასოფლო-სამეურნეო, მძიმე და მსუბუქი მწარმოებლები, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური კომპანიები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო დაწესებულებები. "GLCC"-ის იურისტები აქტიურად მონაწილეობდნენ მასშტაბურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, სამართლებრივი შეფასებებისა და ხელშეკრულებების მომზადებაში, მრავალმილიონიანი შესყიდვებისა და სესხის ხელშეკრულებების მომზადებაში, კორპორატიული მოქმედებების შესრულებაში (შერწყმა/რეორგანიზაცია/დაფუძნება), სამშენებლო, ჯანდაცვის, ტურიზმის და საკომუნიკაციო სექტორში სხვადასხვა სახის ლიცენზიის მოპოვების პროცესში, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის/გამოყენებისთვის ნებართვების მოპოვების პროცესში და სხვა. "GLCC"-ის პარტნიორები რეგულარულად არიან ჩართულები კანონშემოქმედებით და აკადემიურ საქმიანობაში, ფირმა არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი, ისევე როგორც რამდენიმე მსხვილი ბიზნესგაერთიანების წევრი, იგი აქტიურად მონაწილეობს ბიზნესთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ საქმიანობაში და რეგულარულად ხვდება მსოფლიოს იურიდიული ფირმების ავტორიტეტული შემფასებლის legal500.com-ის რეიტინგებში. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ვებგვერდს მისამართზე: https://www.glcc.ge ვაკანსია - პარალეგალი დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@glcc.ge . რეზიუმე მიიღება 1 სექტემბრის ჩათვლით . საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია; ** ინგლისურ ენაზე მოლაპარაკების წარმოების უნარი და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (შედგენა/ცვლილებების შეტანა) (სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები ** პასუხისმგებლიანი; ** მოწესრიგებული; ** მოტივირებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სხარტი აზროვნების მქონე; ** დამოუკიდებლად, ისევე როგორც გუნდში მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადებები, შეთანხმებები, მინდობილობები, საჩივრები, სარჩელები და სხვა) მომზადების პროცესში მონაწილეობა, როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე; ** კომპანიის ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კოორდინაციაში მონაწილეობა; ** სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა, მათ შორის საქმის მასალებისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში; ** კომპანიის კლიენტებთან და/ან მესამე პირებთან სამართლებრივი კორესპონდენციის მომზადება და წარმოება; ** კორპორატიული დოკუმენტაციის (სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები და სხვა) მომზადება, ცვლილებების შეტანა და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის პროცედურებში მონაწილეობა; ** სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის კვლევა, შესაბამისი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი, ასევე კვლევის შედეგების მომზადება; ** მარტივი სახელშეკრულებო და საკორპორაციო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადება. კომპანია სთავაზობს თავის თანამშრომლებს, ღირსეულ და კონკურენტულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა სახის შრომით სარგებელს. აპლიკანტებს ვთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითონ - "პარალეგალი", სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"პარალეგალი","description":"<p>იურიდიული ფირმა \" GLCC \" 17 წელია მოღვაწეობს სამართლებრივი მომსახურების სფეროში და წამყვანი კომპანიაა კორპორატიული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ჩვენი კლიენტები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მრავალმილიონიანი საინვესტიციო ფონდები, მსხვილი დეველოპერული კომპანიები, დიდი სასოფლო-სამეურნეო, მძიმე და მსუბუქი მწარმოებლები, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური კომპანიები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო დაწესებულებები. \"GLCC\"-ის იურისტები აქტიურად მონაწილეობდნენ მასშტაბურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, სამართლებრივი შეფასებებისა და ხელშეკრულებების მომზადებაში, მრავალმილიონიანი შესყიდვებისა და სესხის ხელშეკრულებების მომზადებაში, კორპორატიული მოქმედებების შესრულებაში (შერწყმა/რეორგანიზაცია/დაფუძნება), სამშენებლო, ჯანდაცვის, ტურიზმის და საკომუნიკაციო სექტორში სხვადასხვა სახის ლიცენზიის მოპოვების პროცესში, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის/გამოყენებისთვის ნებართვების მოპოვების პროცესში და სხვა. \"GLCC\"-ის პარტნიორები რეგულარულად არიან ჩართულები კანონშემოქმედებით და აკადემიურ საქმიანობაში, ფირმა არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი, ისევე როგორც რამდენიმე მსხვილი ბიზნესგაერთიანების წევრი, იგი აქტიურად მონაწილეობს ბიზნესთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ საქმიანობაში და რეგულარულად ხვდება მსოფლიოს იურიდიული ფირმების ავტორიტეტული შემფასებლის legal500.com-ის რეიტინგებში. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ვებგვერდს მისამართზე: https://www.glcc.ge ვაკანსია - პარალეგალი დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@glcc.ge . რეზიუმე მიიღება 1 სექტემბრის ჩათვლით . საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია; ** ინგლისურ ენაზე მოლაპარაკების წარმოების უნარი და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (შედგენა/ცვლილებების შეტანა) (სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები ** პასუხისმგებლიანი; ** მოწესრიგებული; ** მოტივირებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სხარტი აზროვნების მქონე; ** დამოუკიდებლად, ისევე როგორც გუნდში მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები ** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადებები, შეთანხმებები, მინდობილობები, საჩივრები, სარჩელები და სხვა) მომზადების პროცესში მონაწილეობა, როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე; ** კომპანიის ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კოორდინაციაში მონაწილეობა; ** სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა, მათ შორის საქმის მასალებისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში; ** კომპანიის კლიენტებთან და/ან მესამე პირებთან სამართლებრივი კორესპონდენციის მომზადება და წარმოება; ** კორპორატიული დოკუმენტაციის (სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები და სხვა) მომზადება, ცვლილებების შეტანა და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის პროცედურებში მონაწილეობა; ** სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის კვლევა, შესაბამისი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი, ასევე კვლევის შედეგების მომზადება; ** მარტივი სახელშეკრულებო და საკორპორაციო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადება. კომპანია სთავაზობს თავის თანამშრომლებს, ღირსეულ და კონკურენტულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა სახის შრომით სარგებელს. აპლიკანტებს ვთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითონ - \"პარალეგალი\", სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"745940"},"url":"https://techgeo.ge/job/paralegali-268c4d8","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"GLCC"},"directApply":false,"datePosted":"2026-08-18","validThrough":"2026-09-01T23:59:59+04:00"}
```
