ფარმაცევტული საწარმოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი
Job description
შპს „ონიქს კორპორეიშენი“ ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწარმოს ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე: სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კოორდინაცია; ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ორგანიზება და ზედამხედველობა; პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, შიდა სტანდარტების შესაბამისად; ლაბორატორიული პროცესების მართვა და მონიტორინგი; ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა, კონტროლი და განვითარება; დოკუმენტაციის მართვა (SOP-ები, პროტოკოლები, ანგარიშები); საწარმოო პროცესთან კოორდინაცია ხარისხის უწყვეტი კონტროლის უზრუნველსაყოფად; ლაბორატორიის პერსონალის მართვა, გადამზადება და შეფასება; ახალი ანალიტიკური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა; რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (GMP, ISO და სხვა); მზა/ნახევრად პროდუქტის, ნედლეულის, ხარისხის შემოწმება და კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის, ფარმაციის ან შესაბამისი მიმართულებით; ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება; სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზის მეთოდების და აღჭურვილობის ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა); ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. გისურვებთ წარმატებას!