ფარმაცევტული საწარმოს წარმოების ხელმძღვანელი
Job description
შპს „ონიქს კორპორეიშენი“ ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწარმოს წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე: სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: წარმოების პროცესების დაგეგმვა და მართვა; სამუშაო დღის დასაწყისში საწარმოო გეგმის გაცნობა, თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი; პროდუქციის წარმოება შესაბამისი ხარისხის სტანდარტების დაცვით და დადგენილ ვადებში; საწარმოო პროცესის მუდმივი მონიტორინგი ყველა ეტაპზე; პროცესებში არსებული პრობლემების დროული გამოვლენა და გადაჭრა; წარმოების პროცესის აღრიცხვა; დაქვემდებარებული თანშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება; ახალი პროდუქციის ინიცირება; ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი; წარმოების საწყობის აღწერის ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიმართულებით); საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; Microsoft Office პროგრამების (Excel) კარგი ცოდნა - სავალდებულოა; ინგლისურის და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა; ფარმაცევტულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. გისურვებთ წარმატებას!