ფართების მოძიების მენეჯერი
Job description
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში. დეილი ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. დეილი ჯგუფი აცხადებს კონკურსს ფართების მოძიების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე ბათუმში . სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ბათუმი ძირითადი მოვალეობები : განვითარების გეოგრაფიის მიხედვით კომპანიისთვის დასაქირავებელი ფართების მოძიება; მეიჯარეებთან ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკება/შეთანხმება; ბაზრის ანალიზი ( საიჯარო ფართების ფასების დადგენა); რეპორტების მომზადება სავაჭრო ობიექტების ფართის ათვისების შესახებ; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; იურიდიული); საოფისე პროგრამების ცოდნა; გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; მოლაპარაკების წარმართვის ძლიერი უნარი; საორგანიზაციო და პროცესების მართვის უნარი; მართვის მოწმობა (B კატეგორია), პირადი ავტომობილი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/lzgMW