პარტნიორ კურიერებთან/ მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
Job description
ლოჯისტიკური კომპანია Golden Way Logistics ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პარტნიორ კურიერებთან/ მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს სამუშაო ფორმატი: დისტანციური სამუშაო გრაფიკი: ცვლადი: დღის და საღამოს ცვლები (კვირაში 40 საათი, ორშაბათი-შაბათი) სამუშაოს აღწერა: კომუნიკაცია და მხარდაჭერა: მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა, ოპერატიული ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. პრობლემების მოგვარება: მიწოდების სერვისის დროს წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა სატელეფონო ზარების ან წერილობითი (ჩატის) გზით. მოთხოვნების ანალიზი: მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და მათზე სწრაფი რეაგირება. პროგრამული უზრუნველყოფა და ფაილებში მუშაობა: კომპანიის შიდა საოპერაციო პროგრამაში და ფაილებში მუშაობა და მონაცემების ასახვა. ხარისხის კონტროლი: მიწოდების სერვისის ხარისხის კონტროლი, მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული შეფასების გზით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის გამართული ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); MS Office-ის საბაზისო ცოდნა; ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი – 1000 ლარი დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე : [email protected]