TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პაციენტთა გადამყვანი

პაციენტთა გადამყვანი

Posted Jun 27, 2026 5 days ago apply by Jul 27, 2026

Job description

"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე პაციენტთა გადამყვანის (რეინჯერის) პოზიციაზე. ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს. სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი , ზ.გამსახურდიას პირველი შესახვევი N15 ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს; ** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას; ** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს; ** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირება ჰოსპიტლის შიდა სივრცეში (საკაცით ან ეტლით); ** პაციენტის გადაწვენა საწოლიდან საწოლზე, გადატრიალება და დახმარება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც დაკავშირებული არის მის საქმიანობასთან. საჭირო უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** წესებისა და პროცედურების დაცვა; ** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. "ადეიშვილის კლინიკების ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!