TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Payroll ადმინისტრატორი

Payroll ადმინისტრატორი

ამბოლი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge კომპანია „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას Payroll ადმინისტრატორის პოზიციაზე. ფუნქცია მოვალეობები: თანამშრომელთა ყოველთვიური და კვარტალური ხელფასების და ბონუსების კალკულაცია; ხელფასების და ბონუსების ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება; ხელფასების ყოველწლიურ ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა; ყოველთვიური სახელფასო ხარჯის ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი; სახელფასო პოლიტიკის და პროცედურების სრულყოფაში მონაწილეობა; კალკულაციის ფაილების ოპტიმიზაცია მოდელირების და ფორმატინგის კუთხით; HR და ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტებთან კოორდინაცია სახელფასო საკითხებში; შიდა და გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა სახელფასო საკითხებზე; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება Payroll ადმინისტრატორის პოზიციაზე; Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარები/კომპეტენციები: დეტალებზე ორიენტირებულობა; ანალიტიკური უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.