პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Job description
შპს , ,პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერის პოზიციაზე. თანამდებობის დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი სამუშაო ადგილი: ბათუმი, თბილისი ძირითადი მოვალეობები: პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასთან; მონაცემთა დაცვის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და რეგულაციების შემუშავება და დანერგვა; თანამშრომლების კონსულტირება და ტრენინგების ჩატარება მონაცემთა დაცვის საკითხებზე; მონაცემთა უსაფრთხოების რისკების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა; ინციდენტების მართვა, რეაგირება და ანგარიშგება ზედამხედველ ორგანოსთან საჭიროების შემთხვევაში; მონაცემთა დაცვის აუდიტის ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; კომუნიკაცია მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (იურიდიული, კიბერუსაფრთხოების, IT ან სხვა შესაბამისი მიმართულებით); პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინ. 1 წელი); საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და GDPR-ის ცოდნა; პოლიტიკებისა და რეგულაციების შედგენის გამოცდილება; კომუნიკაციისა და ტრენინგების ჩატარების უნარი; ანალიტიკური აზროვნება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. რას ვთავაზობთ: მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო; კონკურენტული ანაზღაურება; მოქნილი სამუშაო გრაფიკი (თუ ეს შესაძლებელია). თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ შპს „პლატფორმა ჰოლდინგ ჯორჯიას“ პროფესიონალთა გუნდს, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!