ფილიალის მენეჯერი
Job description
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ ამბოლი “ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თელავი სამუშაო გარფიკი: 10:00 – 19:00. ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი; გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება; ფილიალში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი; კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; მარაგების კონტროლი და შეკვეთების უზრუნველყოფა; სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა; დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება; მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; სასურველია უცხო ენების ცოდნა. აუცილებელი უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; დროის მართვის უნარი; გუნდის მართვის უნარი; სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი; ანალიტიკური აზროვნება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.