ფილიალის მენეჯერი
Job description
Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნრეგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში. ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ფილიალის მენეჯერს , რომელიც სრულად უხელმძღვანელებს ობიექტის ყოველდღიურ ოპერაციებს, მართავს გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის სტანდარტების შესრულებას. ძირითადი მოვალეობები ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მართვა; გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი; თანამშრომლების მოტივაცია, განვითარება და სამუშაო პროცესის ორგანიზება; მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა; ობიექტის ვიზუალური სტანდარტებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი; მარაგების კონტროლი და შესყიდვების პროცესის მართვა; სალარო ოპერაციებისა და ყოველდღიური ანგარიშგების კონტროლი; ახალი თანამშრომლების ტრენინგისა და ადაპტაციის პროცესის მართვა; კომპანიის პოლიტიკებისა და პროცედურების შესრულების კონტროლი; სანიტარული ნორმების, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა; მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები კვების ან საცალო მომსახურების სფეროში მინიმუმ 1-2 წლიანი მენეჯერული გამოცდილება; მინიმუმ 10 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება; ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები; ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; მომსახურების სტანდარტებისა და ოპერაციული პროცესების მართვის გამოცდილება; POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განრიგი: 5 დღე კვირაში, 40 საათი კვირაში დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი თუ გიყვარს დინამიური გარემო, გუნდის მართვა და გინდა გაიზარდო განვითარებად ბრენდთან ერთად — DRO Fresh Bar გელოდება. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected]