TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფილიალის მენეჯერი

ფილიალის მენეჯერი

craft-food Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

"Craft Food" რესტორნების შვილობილი კომპანია - " Craft Food ქუთაისი " აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში . Craft Food - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 7 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა. Craft Food რესტორნებს აქვს საწარმო, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს სოსისებს, ამზადებს სოუსებს და საჭირო ნედლეულს ფილიალების მოსამარაგებლად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00. ** ანაზღაურება: 2000-2500 ₾ კვალიფიკაციის შესაბამისად. ** სამუშაო ადგილი: ქუთაისი , ზვიად გამსახურდიას 16. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ფილიალის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ობიექტის ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს წარმოების პროცესების ეფექტიან მართვას. ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი; ** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა; ** წარმოების პროცესების ორგანიზება და გამართული მუშაობის კონტროლი; ** პროდუქციის, ნედლეულისა და მარაგების მართვა, შეკვეთების დაგეგმვა; ** თანამშრომლების მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და მოტივაცია; ** სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი; ** სალაროს, საოპერაციო პროცესებისა და რეპორტინგის წარმოება; ** ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან თანამშრომლობა ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** სწრაფი კვების ან კვების წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ლიდერული, ორგანიზაციული და პრობლემების მართვის უნარები; ** MS Office-ის (Excel, Word, PowerPoint) კარგი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] . წერილის სათაურში მიუთითეთ: ფილიალის მენეჯერი ქუთაისი.