ფილიალის მენეჯერი
Job description
შპს " სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი " აცხადებს ვაკანსიას ჯვარის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. მისამართი: ჯვარი, ი. სარალიძის N1 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალის ადმინისტრაციული და სამედიცინო პროცესების მართვა; ** ფინანსური და სამედიცინო ანგარიშგების უზრუნველყოფა; ** პაციენტის მომსახურების ხარისხის მონიტორინგი; ** მომსახურების ხელმისაწვდომობის, უწყვეტობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** დაწესებულებაში გამართული სამედიცინო, პროფილაქტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობების უზრუნველყოფა; ** მისი კომპეტენციის ფარგლებში ფილიალის თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლი; ** ფილიალის საქმიანობის ანალიზი და მისი შესრულების საფუძველზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების გასაუმჯობესებელი პროექტების გენერალურ დირექტორთან წარდგენა; ** დანერგვისა და მეთვალყურეობის გაწევა, შემუშავებული კლინიკური პროცედურების გაიდლაინების და პროტოკოლების დაცვა; ** ფილიალში სამსახურეობრივ და შრომით დისციპლინაზე, ეთიკის ნორმების დაცვასა და დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებლობა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის კონტროლი; ** ფილიალის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისად გამართულად მუშაობის კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ჯანდაცვის მენეჯმენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel); ** სამედიცინო ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა; ** ამავე პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარები: ** ორგანიზების და პროცესების მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენო რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.