---
title: ფილიალის მენეჯერი
description: ქალაქ ბათუმში , ტექნიკისა და ელექტრონიკის საცალო ვაჭრობის მიმართულებით, ვეძებთ პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს . თუ გაქვს ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდ
---

# ფილიალის მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-07  
**Apply by:** 2026-11-07

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=759085)

## Job description

ქალაქ ბათუმში , ტექნიკისა და ელექტრონიკის საცალო ვაჭრობის მიმართულებით, ვეძებთ პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს . თუ გაქვს ტექნიკის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, შეგიძლია გუნდის ეფექტურად მართვა და შენთვის მნიშვნელოვანია როგორც მაღალი ხარისხის მომსახურება, ისე გაყიდვების ზრდა — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებდეთ. ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები: ** ფილიალის გამართული და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა; ** მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი; ** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული პროცესების დაგეგმვა და მართვა; ** პროდუქციის შეთავაზების გაზრდასა და რეალიზაციის გაუმჯობესებაზე მუშაობა; ** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და კომპანიის სტანდარტების კონტროლი; ** ფილიალის პერსონალის კოორდინირება, ზედამხედველობა და მოტივირება; ** მომხმარებელთან მუშაობის ფრონტ-პროცესების მართვა; ** პროდუქციის სრული ასორტიმენტისა და მარაგების კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება; ** ფილიალში მომსახურებისა და გაყიდვების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკის სფეროში, მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საცალო ვაჭრობის სპეციფიკისა და გაყიდვების პროცესის კარგი ცოდნა; ** გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად ორგანიზების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი; ** გამართული მეტყველება; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** არაკონფლიქტურობა; ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: არაუმეტეს კვირაში 40 საათი; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კორპორატიულ დაზღვევა; ** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემო. თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გინდა განვითარდე ტექნიკის საცალო ვაჭრობის მიმართულებით, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე. CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: Foundergeorgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "მენეჯერი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
