TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფილიალის მენეჯერის თანაშემწე

ფილიალის მენეჯერის თანაშემწე

ჯიბე cash & carry თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე . ფილიალი: ქ. თბილისი, პ.დათუაშვილი N7 სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირაში 6 დღე) ანაზღაურება: 1700 ლარი ( გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1500-1600) ფუნქცია-მოვალეობები: სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება; მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა); პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის; სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით; სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა; პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება; „წითელი ნაშთები“-ს კონტროლი; („წითელი ნაშთების“ განმარტება მოცემულია დოკუმენტში „მაღაზიის მართვის პროცედურა“) დადგენილი პერიოდულობით, მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა. შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან კომუნიკაცია ინვენტარიზაციის შედეგების გაანალიზებისათვის; დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება; საწყობის მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების ნაწილობრივ შესრულება, მაღაზიის მენეჯერთან შეთანხმებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში ( ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00) ტელ: +995 557 30 6169. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.