ფილიალის მმართველი
Job description
" Hash Bank " არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ. ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს, კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება. სამუშაო პირობები: ** პოზიციის დასახელება: ფილიალის მმართველი . ** ოფისის მისამართი: ბათუმი , შოთა რუსთაველის გამზირის 25/ლუკა ასათიანის 1. ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა, კოორდინაცია და კონტროლი; ** ფილიალის კომერციული, საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და შესრულების უზრუნველყოფა; ** სესხების, დეპოზიტების, საბარათე პროდუქტების, გადარიცხვების, ანგარიშებისა და სხვა საბანკო პროდუქტების გაყიდვების ორგანიზება და განვითარება; ** ფილიალის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, მიზნების განსაზღვრა, შესრულების შეფასება და შედეგების მართვა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების შერჩევის, ადაპტაციის, სწავლებისა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა; ** მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა პრეტენზიების დროული განხილვა; ** ფილიალის საკრედიტო პორტფელის ხარისხის კონტროლი, ვადაგადაცილებული სესხების მართვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ** ფილიალის სალარო ოპერაციების, ფულადი სახსრების უსაფრთხოების და საოპერაციო პროცესების კონტროლი; ** ფილიალში ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურების, AML/CFT მოთხოვნების, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა; ** ფილიალის საოპერაციო, საკრედიტო, ფინანსური და რეპუტაციული რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება; ** ფილიალის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ** სათაო ოფისის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი თანამშრომლობა; ** ფილიალის წარმომადგენლობა ადგილობრივ ბიზნესთან, პარტნიორებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობაში; ** ფილიალის ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება; ** შიდა და გარე აუდიტების, მონიტორინგებისა და შემოწმებების პროცესში მონაწილეობა და გამოვლენილი საკითხების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: ** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესი ან შესაბამისი მიმართულება). სამუშაო გამოცდილება: ** საბანკო სექტორში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ** მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება; ** საცალო საბანკო მომსახურებისა და დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. პროფესიული უნარები: ** საცალო საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სიღრმისეული ცოდნა; ** საკრედიტო პროცესების, საკრედიტო რისკებისა და პორტფელის მართვის ცოდნა; ** საოპერაციო პროცესებისა და სალარო საქმიანობის ცოდნა. ** საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების, AML/CFT მოთხოვნებისა და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა; ** გაყიდვების მართვის, მოლაპარაკებებისა და მომხმარებელთა მომსახურების თანამედროვე მეთოდების ცოდნა; ** MS Office-ის პროგრამებისა და საბანკო პროგრამული სისტემების ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: [email protected] . განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 აგვისტო, 2026 . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: ფილიალის მმართველი. დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.