ფინანსისტი
Job description
ჩვენი კომპანია შპს ფემილი ფარმ ეძებს ახალ გუნდის წევრს! კომპანიის ძირითადი საქმიანობა - მერძეული ჯიშების პირუტყვის მოშენებაა. ჩვენ ვეძებთ ფინანსისტს ! ძირითადი მიზანი: კომპანიის ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფა, ანალიზი და კონტროლი, ფინანსური დისციპლინის დაცვა და ბიუჯეტური რესურსების ეფექტური მართვა. 1С- ცოდნა და პროცესებში ჩართვა. ფუნქციები და მოვალეობები: ფინანსისტს ევალება: კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ანალიზი და ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. შემოსავლებისა და ხარჯების ოპერაციების აღრიცხვა, კონტროლი და ფინანსური დოკუმენტაციის მართვა. ანგარიშგებების მომზადება შესაბამისი ფორმებით — როგორც შიდა, ასევე საგადასახადო სტრუქტურებისათვის. საბანკო ოპერაციების დაგეგმვა, გადარიცხვების, ინვოისებისა და სხვა ფინანსური ტრანზაქციების შესრულება. საგადასახადო ვალდებულებების დროული და ზუსტი შესრულება. ფინანსური ანგარიშების, ბიუჯეტების და პროგნოზების მომზადება. კომპანიაში ხარჯების ოპტიმიზაციის გზების შემუშავება და ანალიზის ჩატარება. საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია საბროკერო კომპანიებთან, განბაჟების პროცედურების კონტროლი და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მართვა. მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, მათ შორის ფასის შეთავაზების, ფინანსური დოკუმენტების მომზადებისა და კონტრაქტების ფინანსური შესრულების მონიტორინგში. მონაწილეობა სახელმწიფო ან კერძო აუქციონებში, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ანგარიშგება ფინანსური კუთხით. პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსურ საკითხებში ურთიერთობის წარმართვა. ხელმძღვანელობის მითითებით სხვა ფინანსურ-ეკონომიკური დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბუღალტერიაში; სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე — მინიმუმ 2 წელი; ფინანსური ანალიზის და ბიუჯეტირების ცოდნა; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, ORIS -ის 1С-ის ცოდნა); რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა პასუხისმგებლობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577280120 მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „ფემილი ფარმის“ მიერ (ს/კ: 404599635) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების (მათ შორის, კონტრაქტორი კომპანია - hr.ge მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კომპანიაში, არაუმეტეს 3 წლის ვადით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნით. ასევე, კანდიდატისგან მოპოვებული მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის, მათი გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის ან/და გასაჩივრების უფლება. ამასთანავე, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით, რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: [email protected]