TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური ანალიტიკოსი

ფინანსური ანალიტიკოსი

თრექინგს.ჯი Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 16, 2026

Job description

ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. მოვალეობები: ** ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადება; ** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი; ** ფინანსური პროგნოზების, ფულადი სახსრების (Cash Flow) პროგნოზისა და სხვადასხვა სცენარების მომზადება; ** მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგის წარმოება, შექმნა; ** ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება; ** საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ** რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია, ვიზუალური ფინანსური dashboard-ების; ** ძირითადი ფინანსური KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადება; ** სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების გამოყენება შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის; ** ახალი ინიციატივების, პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური შეფასება; ** კომპანიის ბიზნეს განვითარების პროცესში მონაწილეობა; ** მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმის წარდგენა; ** ფინანსური პროცესების მართვის კუთხით პირადი ხედვის და ინიციატივების შეთავაზება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება; კვალიფიკაცია: ** უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან თანმდევი დარგის მიმართულებით; ** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას; ** მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე; ** სასურველია ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა და გუნდური მუშაობა; ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitapass - ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; 10:00 - 19:00 ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და გამოგზავნოთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტაზე: [email protected] .