ფინანსური ანალიტიკოსი
Job description
კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 30-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ ფინანსურ ანალიტიკოსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი; ** შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში; ** კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი; ** მონაცემების სტატისტიკური და ეკონომეტრიკული დამუშავებისა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; ** რეკომენდაციების მომზადება ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე; ** ახალი პროექტის დაგეგმვისას ფინანსური პროგნოზირება; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; ** აუცილებელია Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია Power BI-ის ცოდნა; ** სასურველია გამოცდილება სამშენებლო/ან და დეველოპერულ სექტორში; ** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.