ფინანსური ასისტენტი
Job description
ტურისტული კომპანია " Travel Door Georgia " აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე. "Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო. სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველდღიური კონტროლი; ** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი; ** ბუღალტერთან შეთანხმებული, კომპანიისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ორგანიზება (რაც ეხება ტურისტულ პაკეტებს, მომხმარებლების ინფორმაციას, მათ საგადახდო პროცედურებს და ა.შ); ** კომპანიის მიერ გაყიდული თითოეული ტურ-პაკეტის მოგება-ზარალის ანალიზი ** გადარიცხვების წარმოება; ** შიდა აუდიტის პროცედურების ჩამოყალიბება/გაუმჯობესება; ** ყოველკვირეული- ყოველთვიური რეპორტინგი; ** ანგარიშგებების მომზადება დაინტერესებული მხარეებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსების მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე ** საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა; ** MS Office - განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად); ** ძლიერი ანალიტიკური უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს. ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად გრაფიკი: 40 საათი კვირაში დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე [email protected]