TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური ასისტენტი

ფინანსური ასისტენტი

Georgia Remote ქართული
Posted Jul 11, 2026 13h ago apply by Aug 11, 2026

Job description

ჰოლანდიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, განიხილება ნახევრად დისტანციური სამუშაოც. ძირითადი მოვალეობები: ** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი; ** გაყიდვების, ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი; ** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე. წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში; ** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველდღიური კონტროლი; ** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი; ** ბუღალტერთან შეთანხმებული, კომპანიისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ორგანიზება; ** გადარიცხვების წარმოება; ** ყოველთვიური ანგარიშგებებისა და ცხრილების წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსების მიმართულებით; ** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე; ** ინგლისური ენისა და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია). ბუღალტერია წარმოებს ინგლისურ ენაზე; ** საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტერიის ცოდნა; ** MS Office - განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ხელფასი: 1600 ლარი დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე [email protected]