TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური დირექტორი

ფინანსური დირექტორი

georgian-airlines Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

ა/კ "საქართველოს ავიახაზები" "Georgian Airlines" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ფინანსური საქმიანობის სრული მართვა, კოორდინაცია და კონტროლი; ** ფინანსური პროცესების ეფექტური ორგანიზება და გაუმჯობესების უზრუნველყოფა; ** საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის პროცესების კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** ფინანსური ანგარიშგებების, ანალიზებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების კონტროლი; ** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი და ფინანსური ოპერაციების მართვა; ** საბანკო ოპერაციებისა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა; ** საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესის კონტროლი; ** აუდიტის პროცესების კოორდინაცია და აუდიტორებთან თანამშრომლობა; ** ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობის ხელმძღვანელობა და თანამშრომლების კოორდინაცია; ** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით; ** ფინანსურ სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და კონტროლის პროცესების მართვის გამოცდილება; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, ინტერნეტბანკი); ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; ** გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, 2026 წლის 25 ივლისამდე , შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სასურველია წერილში მიუთითოთ, რა არის თქვენი მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!