ფინანსური მენეჯერი
Job description
Trump Tower Tbilisi წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც Archi Group-სა და Biograpi Living-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს: დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას; პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს; ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს; ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს; უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს; Trump Tower Tbilisi -ის პროექტისთვის ვეძებთ ფინანსურ მენეჯერს და მისი ფუნქიცები იქნება: კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება; გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება; წლიური ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ფაქტიური მონაცემების შედარება ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი; ფინანსური ანგარიშგებების და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის; პროექტების ფინანსური პროგნოზირება; კომპანიის ფინანსური რისკების მართვა; კომპანიაში არსებული კონტრაქტების პირობების შეფასება, ფინანსური რისკების დაზღვევის თვალსაზრისით; პროექტის ფინანსური ეფექტიანობის მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება; აუდიტორებთან, ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია; ფინანსური პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით; სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე; აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა; აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.