ფინანსური მენეჯერი
Job description
სკოლა "პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** განახორციელოს ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის ოპერაციები. ** უზრუნველყოს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული მოსწავლეთა სწავლის საფასურის შემოსავლის ორდერში გატარება და შესაბამისი თანხის საკონტროლო-სალარო აპარტში ასახვა. ** მოამზადოს ყოველთვიური ანგარიში შემოსული თანხებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ. ** განახორციელოს ყოველდღიური კონტროლი ანგარიშზე თანხების ჩარიცხვაზე და წარუდგინოს სკოლის დირექტორს ინფორმაცია მოსალოდნელი საანგარიშსწორებო ქმედებების შესახებ. ** სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილესთან ერთად საათობრივი დატვირთვის მიხედვით მოამზადოს სკოლის პედაგოგთა სახელფასო უწყისები და წარუდგინოს სკოლის დირექტორს. ** სკოლის ტექნიკურ მენეჯერთან ერთად მოამზადოს სკოლის სამეურნეო მარაგების შევსების გრაფიკი და აკონტროლოს მისი შესრულება. ** აღრიცხოს სკოლის მატერიალური ფასეულობათა მდგომარეობა და მოამზადოს მასალები მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისათვის. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი:. 10:00/18:00. შაბათი/კვირა დასვენება განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ფინანსური მენეჯერი"