TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერი

pillar-digomi Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას. "პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 3 , 000 - 4, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი **  წლიური, კვარტალური და ყოველთვიური ბიუჯეტების მომზადება და შესრულების მონიტორინგი ** ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და ყოველდღიური კონტროლი ** ფინანსური ანგარიშგებების, ანალიზებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო რეპორტების მომზადება ** სამშენებლო პროექტების ბიუჯეტების კონტროლი, ხარჯების ანალიზი და გადახრების შეფასება ** ბანკებთან, ინვესტორებთან, აუდიტორულ და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა ** დაფინანსების წყაროების მოძიებასა და საკრედიტო პროცესებში მონაწილეობა ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი ** საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მართვა ** ფინანსური პროცესების გაუმჯობესება და შიდა კონტროლის სისტემების განვითარება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით ** ფინანსურ მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო, დეველოპერულ ან საინვესტიციო სექტორში მუშაობის გამოცდილებას ** ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების და Cash Flow-ის მართვის პრაქტიკული გამოცდილება ** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად უნარები: ** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** სტრატეგიული ხედვა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი ** დროის ეფექტური მართვა ** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: [email protected] . დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: "ფინანსური მენეჯერი". გისურვებთ წარმატებებს!