TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერი

Trump Tower Tbilisi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 10, 2026

Job description

" Trump Tower Tbilisi " წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს: ** დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას; ** პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს; ** ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს; ** ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს; ** უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს; "Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისთვის ვეძებთ ფინანსურ მენეჯერს და მისი ფუნქიცები იქნება: ** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და აღსრულება; ** გრძელვადიანი და მოკლევადიანი ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ** წლიური ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** ფაქტიური მონაცემების შედარება ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი; ** ფინანსური ანგარიშგებების და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის; ** პროექტების ფინანსური პროგნოზირება; ** კომპანიის ფინანსური რისკების მართვა; ** კომპანიაში არსებული კონტრაქტების პირობების შეფასება, ფინანსური რისკების დაზღვევის თვალსაზრისით; ** პროექტის ფინანსური ეფექტიანობის მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება; ** აუდიტორებთან, ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია; ** ფინანსური პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე; ** აუცილებელია Microsoft Office-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია IFRS სტანდარტების ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.