TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერი

Tourinvest Group Batumi, Ajaria, Georgia
Posted Jul 22, 2026 9h ago

Job description

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე სამუშაოს აღწერა: ფინანსური მენეჯერი უზრუნველყოფს ბელვიუ რეზიდენს სუითის , სასტუმრო ბულვარ ბათუმისა და რესტორან არგოს ფინანსური მართვის ეფექტიან განხორციელებას, ფინანსური რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, ბიუჯეტური დისციპლინის დაცვასა და ხელმძღვანელობისთვის დროული და სანდო ფინანსური ინფორმაციის უზრუნველყოფას, მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტიანად მისაღებად. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; ბიუჯეტის შედგენა, მონიტორინგი და ანალიზი (გეგმა/ფაქტის შედარება); ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; ფულადი ნაკადების (cash flow) მართვა და პროგნოზირება; ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის ზედამხედველობა; ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მომიჯნავე დარგში; მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯერის ან ანალოგიური პასუხისმგებლობის მქონე პოზიციაზე, სასტუმრო და/ან სარესტორნო სფეროში. ქართული საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა; ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკული გამოცდილება; Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; უნარ-ჩვევები: ლიდერული უნარები და სტრატეგიული აზროვნება. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები და კრიზისული მართვის გამოცდილება. ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საათები: 09:30 -დან 18:30 -საათამდე ანაზღაურება: შეთანხმებით გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ჯანმრთელობის დაზღვევა; 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa; 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“; ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში; 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება; კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას, სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას, ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობასა და მათი სტანდარტების შესაბამისად ოპერირებას . ჯგუფი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Hilton და Hampton by Hilton , დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებას, პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო ბრენდული სტანდარტების მიხედვით მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_8rt2a/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!