ფინანსური მენეჯერი
Job description
"ჰოუმსაიდ ბათუმი" არის დინამიკურად მზარდი და ამბიციური დეველოპერული ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი/კომერციული სივრცეების მშენებლობასა და რეალიზაციაზე. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის მასშტაბებიდან და განვითარების ტემპიდან გამომდინარე, ვეძებთ ფინანსურ მენეჯერს , რომელიც გადაიბარებს კომპანიის ფინანსური მიმართულების სრულ მენეჯმენტს, უზრუნველყოფს პროექტების ფინანსურ ანალიტიკას და შექმნის მყარ საფუძველს ჩვენი სამომავლო ზრდისთვის. სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: მაღალი, კონკურენტული (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები (რას ველით თქვენგან): ** პროექტების ფინანსური მოდელირება: სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ფინანსური მოდელირება და ექსპერტიზა, საინვესტიციო მიზანშეწონილობის (Feasibility) შეფასება, ბიუჯეტის გეგმარება, ხარჯთაღრიცხვის წარმოება/კონტროლი და რენტაბელობის (ROI) გამოთვლა; ** (Cash Flow) ფულადი ნაკადების მართვა და მონიტორინგი: გაყიდვების დინამიკის, საკრედიტო ვალდებულებების და კომპანიის აქტივების სრული სინქრონიზაცია. ** ფინანსური რეპორტინგი: მოგება-ზარალის (P&L), ბალანსისა და სხვა ფინანსური რეესტრის მომზადება/ანალიზი ; ** მოლაპარაკებები და ფინანსური წარმომადგენლობა: საფინანსო ინსტიტუტებთან, ბანკებთან, ინვესტორებთან და პარტნიორ კომპანიებთან სტრატეგიული მოლაპარაკებების წარმოება, რისკების დაზღვევა და კომპანიის საუკეთესო ფინანსური პირობების უზრუნველყოფა. ** ფინანსური ოპერაციების მართვა: ფინანსური/საბუღალტრო განყოფილების ზედამხედველობა, საგადასახადო რისკების პრევენცია და სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის დანერგვა. ** გუნდის ლიდერობა და მენტორობა: ფინანსური დეპარტამენტის მართვა, მოტივირებული სამუშაო გარემოს შექმნა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ვის ვეძებთ): ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** ფინანსური მენეჯერის, CFO-ს ან უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (დეველოპერულ/სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) სიღრმისეული ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა; ** ბუღალტრული პროგრამების (სასურველია ORISE) პროფესიონალურ დონეზე ფლობა; ** MS Excel-ის ექსპერტულ დონეზე ფლობა (რთული ფინანსური მოდელების აგება) ** სასურველია საბაზისო შეხება ACCA/CFA-თან. (სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო არ არის). ** უცხო ენების, ინგლისური/რუსული, ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური აზროვნება და ბიზნესის სტრატეგიული ხედვა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მოლაპარაკებების წარმართვისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის ბრწყინვალე უნარი; ** სტრესულ გარემოში სწრაფი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ** პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი: პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი, უმაღლესი დონის ორგანიზებულობა და ფინანსური ვადების (დედლაინების) მკაცრი დაცვა. ** კომპანიის დამფუძნებლებთან და მმართველ გუნდთან ჰარმონიული, ღია და პროდუქტიული თანამშრომლობის უნარი; ** კოლეგიალურობა და კროს-ფუნქციური თანამშრომლობა: რას გთავაზობთ ჩვენ: ** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი და პრესტიჟული კომპანიის მმართველი გუნდის წევრი; ** სამუშაო გარემოს, სადაც ფასდება ინიციატივა და პროფესიონალიზმი; ** საბაზროზე მნიშვნელოვნად მაღალ და თქვენს გამოცდილებაზე მორგებულ სახელფასო ანაზღაურებას (+ საბონუსე სისტემას პროექტების წარმატებით განხორციელებისას). დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] 2026 წლის 26 ივლისამდე , სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფინანსური მენეჯერი". *დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.*